MyParfum.GE
ტელეფონი:
592 22-22-48
 
ABCDEF
GHIJKL
MNOPQR
STUVWX
YZ


ქალის
მამაკაცის
უნისექსი


Jaguar

Jaguar - ბრენდის ისტორია იწყება გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან. იმ დროს კომპანია ცნობილი იყო სახელით Swallow Sidecar და დაკავებული იყო მოტოციკლის ეტლის წარმოებით.ეს მიმართულება რა თქმა უნდა არ იყო დიდი მოგების მომტანი, ამიტომ მალე დაიწყებს სათადარიგო ნაწილების წარმოება Austin 7-სთვის. მას შემდეგ, რაც 1927 წელს შეასრულეს დიდი შეკვეთა და დააგროვეს გარკვეული კაპიტალი, შეძლეს დაეწყოთ მუშაობა ისეთ კომპანიებზე და ეწარმოებინათ ნაწილები Fiat 509A-სთვის,Wolseley Hornet-სთვის,Morris Cowley-სთვის. ბრენდი არც ამაზე გაჩერებულა და მალევე დამოუკიდებლად დაიწყეს საკუთარი ავტომობილების წარმოება.ყველაზე პოპულარული მოდელები გახდა Jaguar SS90 და Jaguar SS100.

  მე-20 საუკუნის შუაში, ბრენდმა სახელი შეიცვალა და დაირქვა Jaguar. ამ დროს შეიქმნა ავტომობილი, რომლის ძრავასაც 190 ცხენის ძალა ჰქონდა.
  1950 წელს ფირმა Jaguar შეუერთდა ბრენდ Daimler-ს,რომელიც ასევე აწარმოებმა ავტომობილებს.1960 წელს ბრენდი Jaguar შევიდა კორპორაცია British Motors-ის შემადგენლობაში.ზუსტად ამ მომენტის შემდეგ ბრენდმა დაიწყო აღზევება და 80-იან წლებში გახსნა ფილიალი, სადაც იწარმოებოდა სპორტული ავტომობილები.
  დღეს, ბრენდი Jaguar ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ცნობილად მსოფლიოში. ბრენდი მთავარი პოსტულატებია - იმიჯი,ხარისხი და ტრადიციები. ავტომობილების წარმოების გარდა, ბრენდმა გამოუშვა საკუთარი პარფიუმერიის ხაზი, რომელიც ასევე წარმატებული გამოდგა. დიდ შთაბეჭტილებას ახდენს ბრენდის თაყვანისმცემლებზე.მის სუნამოებში ჩადებულია კლასიკური ხარისხი და თანამედროვე დინამიურობა, შექმნილია ახალგაზრდა,თანამედროვე მამაკაცებისთვის და ქალბატონებისთვის.