MyParfum.GE
ტელეფონი:
592 22-22-48
 
ABCDEF
GHIJKL
MNOPQR
STUVWX
YZ


ქალის
მამაკაცის
უნისექსი


Tom Ford

Tom Ford - ცნობილი პარფიუმერი,რომელმაც თავიდან ბედი სცადა არტ-დირექტორის,არქიტექტორის და ტანსაცმლის დიზაინერის საქმიანობაში.თითოეულ საქმიანობაში მიაღწია დიდ წარმატებას.საკმარისია გავიხსენოთ, რომ Tom Ford-ის წყალობით კონცერნმა Gucci-მ დაიბრუნა დაკარგული პოზიციები, ძველი დიდება.კომპანია Gucci-ში კრეატიული დირექტორის პოსტის დაკავების შემდეგ, Tom ჩართული იყო ყველა პროექტში,ყველა სარეკლამო კამპანიაში და თითოეულ დეტალს დიდ ყურადღებას უთმობდა. 2004 წელს მიხვდა, რომ მისი სურვილები უკავშირდებოდა პარფიუმერიას.Estee Lauder-თან თანამშრომლობით გამოუშვა პირველი პარფიუმერული ხაზი, რომელმაც მალევე მოიპოვა დიდება და პოპულარობა მთელ მსოფლიოში.მალე Tom-მა დაარსა საკუთარი ბრენდი Tom Ford International, რომელიც ქმნიდა არამარტო პარფიუმერიას, არამედ ტანსაცმელსაც. ყოველი სტილის ტანსაცმელსთვის ქმნიდა სურნელს , რომელიც მატებდა ჰარმონიულობას და დახვეწილობას.

  Tom Ford-ის სუნამოები ორიენტირებულია ძლიერ პიროვნებებზე,რომლებსაც არ რცხვენიათ საკუთარი გრძნობების და სურვილების და რომელთაც თამამად შეუძლიათ ისაუბრონ საკუთარ სექსუალურობაზე.ბევრი, ვინც პირველად მოსინჯა მისი სუნამო ამბობს, რომ ისინი გაჯერებულია ცდუნებით.გასაკვირი არაა , რომ Tom Ford-ის სუნამოს რეკლამა რამდენიმე ქვეყანაში აიკრძალა.
  ყველაფერი რაც დაკავშირებულია Tom Ford - ექსკლუზიურობა და ორიგინალურობა. 2007 წელს თაყვანისმცემლებს აჩუქა სურნელი Tom Ford Black Orhid. ეს სურნელი დაფუძნებულია შავ ორქიდეაზე, რომელიც სელექციონერმა თავად შექმნა ხელოვნურად.
  2007 წელს მანჰეტენზე გახსნა ბუტიკი და მას შემდეგ, Tom Ford-ის მაღაზიები იხსნება ნელ-ნელა ევროპის ქვეყნების დედაქალაქებში.