MyParfum.GE
ტელეფონი:
592 22-22-48
 
ABCDEF
GHIJKL
MNOPQR
STUVWX
YZ


ქალის
მამაკაცის
უნისექსი


Acqua di Parma

ბრენდის ისტორია იწყება 1916 წლიდან, როდესაც იტალიის ქალაქ პარმაში შეიქმნა პარფიუმერიის პატარა ლაბორატორია, რომელიც აწარმოებდა სურნელს Colonia. ამ სურნელმა , რომელიც თავდაპირველად წარმოადგენდა ოდეკოლონს, დაიპყრო არა მარტო იტალია არამედ მთელი მსოფლიო.მსოფლიოს მობეზრებული ჰქონდა მძიმე ბრიტანული ოდეკოლონები და ახალი მსუბუქი სურნელი დიდი სიხარულით მიიღეს.როზმარინისა და ლიმონის ნაზავი მოეწონათ არამარტო კაცებს, არამედ ქალებსაც.ამიტომაც 30-იანი წლებში Acqua di Parma-მ გამოუშვა სურნელი ქალბატონებისთვის. 50-იან წლებში ბრენდი განიცდიდა რეალურ ბუმს და მისი მაღაზიები მდებარეობდა ევროპის ყველა დიდ ქალაქში.

     თუმცა, დროთა განმავლობაში კონკურენციაც გაიზარდა და ბრენდმა დაიწყო პოზიციების დაკარგვა. 1993 წელს, სამი მეცენატის- დიეგო დელა ვალეს,ლუკა დი მონტეცემელოს და პაოლო ბორჟომანეროს მეშვეობით დაიწყო ახალი ერა.გააცოცხლეს ლეგენდალური Colonia და ასეთმა მარკეტინგულმა სვლამ შედეგიც გამოიღო. უკვე 1998 წელს მილანში გახსნეს პირველი მაღაზია,ხოლო 1999 წლიდან კი ნელ-ნელა დაიწყეს მსოფლიოში გავრცელება.
  დღეს-დღეისობით ბრენდი ითვლება ერთ-ერთ წამყვანად თავისი საქმიანობის სფეროში.დამახასიათებელია ხარისხი,ელეგანტურობა,ექსკლუზიურობა, რაც გახდა გასაღები მის წარმატებაში და პოპულარობაში.