MyParfum.GE
ტელეფონი:
592 22-22-48
 
ABCDEF
GHIJKL
MNOPQR
STUVWX
YZ


ქალის
მამაკაცის
უნისექსი


Alexander McQueen

Alexander Mc Queen - ინგლისელი დიზაინერი. იგი ცნობილია აღმაშფოთებელი, პროვოკაციული ჩვენებებით.Alexander Mc Queen-მა მიიღო ბრიტანეთის იმპერიის კომანდორის წოდება და 4-ჯერ იყო აღიარებული ინგლისის საუკეთესო დიზაინერად. მისმა სუნამოებმაც მალევე მოიპოვეს აღიარება.Alexander-ის ისტორია ძალიან ჰგავს ბევრი სხვა დიზაინერის ცხოვრებას.ცხოვრობდა ლონდონში, მრავალშვილიან ოჯახში და იყო ყველაზე უმცროსი. ბავშვობაში ალბათ,ვერც იოცნებებდა იმაზე რისი მიღწევაც მან შეძლო.16 წლის მოზარდი წამოვიდა ოჯახიდან, რადგან მშობლები თვლიდნენ, რომ სამკერვალო ჰობი არასერიოზული იყო მისთვის.Alexander-ს კარიერა დაიწყო მაშინ, როდესაც მიატოვა სკოლა და დაიწყო სტაჟიორად მუშაობა თანამედროვე სამოდელო  სტუდიაში.ეხმარებოდა მამაკაცის კოსტუმების შექმნაში, რამაც შემდგომში მოახდინა ზეგავლენა მის ნამუშევრებზე.დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა საკუთარ ადგილს დიზაინერულ ბიზნესში და ბოლოს და ბოლოს მოიპოვა პოპულარობა და დიდება.წარმატება მას მუდამ თან სდევდა, როგორც ტანსაცმლის, ისე სუნამოების შექმნისას.მისი სუნამოები ისეთივე აქტუალურია , როგორც აქსესუარები.Alexander Mc Queen-ის სუნამოები მიმზიდველია ფორმით და შინაარსით, თითოეულ დეტალს უდიდესი ყურადღება აქვს მიქცეული. სწორედ ამიტომ, მის სუნამოებს ჰყავს ბევრი მადლიერი თაყვანისმცემელი და მომხმარებელი.