MyParfum.GE
ტელეფონი:
592 22-22-48
 
ABCDEF
GHIJKL
MNOPQR
STUVWX
YZ


ქალის
მამაკაცის
უნისექსი


Kenneth Cole

Kenneth Cole - მსოფლიოში ცნობილი დიზაინერი, წარმოშობით აშშ-დან დაიბადა 1954 წლის 23 მარტს.1982 წელს დაარსა საკუთარი ფირმა, მიუხედავად იმისა, რომ არ სურდა მამის საქმიანობის გაგრძელება , რომელსაც ფეხსაცმლის ქარხანა ჰქონდა , ბედმა სხვანაირად გადაწყვიტა.Cole ფიქრობდა, რომ მისი მოწოდება იყო გამხდარიყო ადვოკატი.თუმცა, იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, მაინც გადაწყვიტა გაეგრძელებინა ოჯახური ბიზნესი და მოგვიანებით საკუთარი ბრენდიც დაარსა. ყველაფერი დაიწყო შემდეგნაირად : Cole-ს არ ჰქონდა ფული რათა დაექირავებინა ფართი,სადაც წარმოადგენდა ფეხსაცმლის კოლექციას.ამიტომ წავიდა New York-ში, სადაც გადაიღო სარეკლამო რგოლი სახელად " ფეხსაცმლის კომპანიის დაბადება" , რის მეშვეობითაც შეძლო დაექირავებინა ფართი სასტუმრო "Hilton"-ის მოპირდაპირე მხარეს.შესანიშნავ ადგილზე გახსნა მაღაზია და წარმატებამაც არ დააყოვნა, სულ რაღაც რამდენიმე დღესი გაიყიდა 40 ათასი წყვილი ფეხსაცმელი.ეს იყო გრანდიოზული შედეგი.აქედან დაიწყო ამერუკული ბრენდის Kenneth Cole-ის ისტორია.

  1982 წელს დაარსა ბრენდი Kenneth Cole Productions Inc, რომელიც აწარმოებდა ტანსაცმელს.ფეხსაცმელს,ჩანთებს,აქსესუარებს,საათებს და სათვალეებს. სავაჭრო სახლის ყველა მოდელი განსხვავდება თანამედროვეობით,კომფორტულობით,ოროგინალურობით,ელეგანტურობით და უმაღლესი ხარისხით.Kenneth Cole ცნობილია მსოფლიოსთვის არამარტო როგორც ნიჭიერი დიზაინერი, არამედ როგორც ჰუმანისტი. ხარჯავდა უზარმაზარ ფულს უკურნებელ სენთან ,სპიდთან ბრძოლაში. იგი ბავშვობიდან ეხმარებად გაჭირვებულ ადამიანებს.
  Kenneth Cole-მა ფეხსაცმლის და ტანსაცმლის გარდა, დაიწყო ელიტალური პარფიუმერიის წარმოებაც, რომელიც აგრძელებდა ფირმის ტრადიციებს. მის სუნამოებში მოიაზრებ ელეგანტურობა,მგრძნობიარეობა,ორიგინალურობა და თანამედროვე ხასიათი.