MyParfum.GE
ტელეფონი:
592 22-22-48
 
ABCDEF
GHIJKL
MNOPQR
STUVWX
YZ


ქალის
მამაკაცის
უნისექსი


John Varvatos

John Varvatos - ამერიკელი დიზაინერი,რომელიც ქმნიდა არაჩვეულებრივ,პროვოკაციულ ტანსაცმლის მოდელებს.სხვებისგან ასეთმა განსხვავებულობამ საშუალება მისცა თავი დაემკვიდრებინა, როგორც მოდის მეამბოხეს.თავიდან John მუშაობდა ისეთ მოდის სახლებთან, როგორებიც არიან Calvin Klein და Ralph Lauren. ქმნიდა მოდურ და არაჩვეულებრივ ტანსაცმელს, თუმცა ოცნებობდა განეხორციელებინა მისი ცხოვრების სურვილი და შეექმნა საკუთარი მოდის სახლი. საკუთარი ბრენდის შექმნა მან შეძლო მხოლოდ და მხოლოდ 2000 წელს. მოდურმა და თანამედროვე ნამუშევრებმა მალევე მოიპოვეს პოპულარობა მსოფლიო მოსახლეობას შორის.2004 წელს, John-მა გადაწყვიტა ბედი ეცადა ახალ საქმეში და გამოუშვა მამაკაცის სურნელი John Varvatos for men. ცოტა მოგვიანებით გამოუშვა სურნელი კაციობრიობის მეორე ნახევრისთვის - ქალბატონების სურნელი John Varvatos. როგორც მოდის სამყაროში, ისე პარფიუმერიის სფეროში John Varvatos-ის გამოჩენა ჰგავდა ქარიშხალს და არავინ ელოდა თანამედროვე, მოდურ სუნამოს გამოჩენას.ამ ბრენდის სუნამოები განკუთვნილია ახალგაზრდა ადამიანებისთვის, რომლებიც სავსე არიან ენერგიით,ცხოვრობენ გრძნობებით,ემოციებითა და განცდებით.John Varvatos-ის ქალბატონების სურნელი მფლობელს ახსნებებს, რომ მგრძნობიარობა,ვნება და სექსუალურობა დამახასიათებელია მათთვის დაბადებიდან.ეს არის იარაღი ნამდვილი ლედის ხელში, რომელიც ზრდის მის გავლენას გარშემო მყოფებზე.