Narciso Rodriguez - ცნობილი დიზაინერი. იგი ქმნიდა საავტორო მოდელებს იქამდე, სანამ არ მიხვდა რომ მისი კოლეგები ტანსაცმლის დიზაინიდან გადავიდნენ პარფიუმერიის ხელოვნებაზე. ახალი მიმართულებით დაინტერესებული Narciso, იწვევს ცნობილ პარფიუმერებს Christine Nagel-ს და Francis Kurkdjian-ს ქალბატონის სურნელის შესაქმნელად. 2003 წელს გამოვიდა ბრენდ Narciso Rodriguez-ის პირველი სურნელი. Narciso Rodriguez-ის ქალბატონის სურნელი ატარებდა სახელს "For Her". იგი შექმნილია იყო იმ გოგონებისთვის, რომელთაც უბიძგეს შემქმნელს შეექმნა მორიგი შედევრი.Narciso Rodriguez-ის მამაკაცის სურნელი მოგიყვებათ ისტორიას,რომელიც ჩაკეტილია ბოთლის კედლებში.Rodriguez თვლიდა, რომ ყოველი ბოთლი უნდა მოეტანა განსაკუთრებული შეგრძნება, მოეყოლა ისტორია ცხოვრებაზე და ეთამაშა ადამიანი ემოციებითა და განცდებით.Narciso Rodriguez-მა ფირმა Shiseido’s Beaute Prestige International-თან თანამშრომლობით შექმნა ქალბატონების სურნელი, რომელიც იპყრობს ძლიერი სქესის გულებს.
მიუხედავად იმისა, რომ ბრენდი ცოტა ხნის წინ, 1998 წელს დაარსდა, მან უკვე მოიპოვა თაყვანისმცემლები მთელ მსოფლიოში.