MyParfum.GE
ტელეფონი:
592 22-22-48
 
ABCDEF
GHIJKL
MNOPQR
STUVWX
YZ


ქალის
მამაკაცის
უნისექსი


Naomi Campbell

Naomi Campbell- ბრიტანელი ტოპ-მოდელი და მსახიობი დაიბადა 1970 წლის 22 მაისს, ლონდონში.პატარაობიდანვე ჰქონდა მსახიობური ნიჭი, რამაც განსაზღვრა გოგონას მომავალი კარიერა.Naomi პოპიუმზე ბრწყინავდა 15 წლიდან,ყურადღებას იქცევდა ვნებიანობით,გამოხედვით და ბუნებრივი სილამაზით.დაამთავრე სამსახიობო კურსები ლონდონის საშემსრულებო აკადემიაში.Naomi გახდა პირველი შავკანია ადამიანი, რომლის სურათებიც მოხვდა ისეთი ჟურნალების გარეკანზე, როგორებიც არიან "Vogue" და  "Time".

  სამსახიობო კარიერა დაიწყო 1977 წელს, ბობ მარლის კლიპში "Is This Love" გადაღებით.1985 წელს მისმა გარეგნობამ სააგენტო "Elite"-ის ყურადღება მიიპყრო და დედამ Naomi პირველად გაუშვა პარიზში გადაღებაზე.
  1986 წელს, უკვე Naomi ბრწყინავდა პრიალა ჟურნალის "Elle"-ს გარეკანზე.
   80-იანი წლების დასასრულს მონაწილეობდა Bill Cosby-ს ტელეშოუში.მოგვიანებით მონაწილეობა მიიღო სერიალებშიც.
   1995 წელს Naomi-მ ბედი სცადა, როგორც მომღერალმა და გამოუშვა ალბომი "Babywoman".
   1998 წელს გამოვიდა მისი წიგნი "გედი", რომლის გაყიდვებიდანაც მიღებული შემოსავალი გადაირიცხა სომალის წითელი ჯვრის ფონდში.
   ტალანტურმა,ეფექტურმა Naomi Campbell-მა, 2000 წლის დასაწყისში დაიწყო საკუთარი პარფიუმერული ხაზის გამოშვება.Naomi Campbell-ის სუნამოები ეძღვნება თვითკმაყოფილ,ძლიერ,თავდაჯერებულ, ხოლო იმავდროულად ქალურ და ნაზ ქალბატონებს.Naomi-ის სუნამოები იზიდავენ, თანამედროვე, დინამიურ ლედის, რომლებსაც სურთ მუდამ გამოიყურებოდნენ განუმეორებლად.
  Naomi Campbell-ის სუნამოებზე ფასი არც ისე მაღალია და ყველას შეუძლია გაუკეთოს საკუთარ თავს შესანიშნავი საჩუქარი.