MyParfum.GE
ტელეფონი:
592 22-22-48
 
ABCDEF
GHIJKL
MNOPQR
STUVWX
YZ


ქალის
მამაკაცის
უნისექსი


Rochas

ფრანგული მოდის სახლი Rochas დაარსდა 1920 წელს. დაარსებიდანვე, Rochas-ს პარფიუმერიამ მოიპოვა ფართო პოპულარობა პრაქტიკულად მთელ მსოფლიოში.Rochas- მამაკაცის პარფიუმერია, რომელიც სავსეა ელეგანტურობით,სინაზით და მგრძნობიარობით.ფაქტიურად, ბრენდის პირველივე სუნამომ დაიმსახურა უმაღლესი შეფასება მთელ მსოფლიოში. ამ სავაჭრო სახლის ტუალეტის წყალი ასახავს ცნობილი პარფიუმერების განწყობას, რომლებიც ჯიუტად მუშაობენ ახალი შედევრების შექმნაზე.Rochas-ს პარფიუმერია შექმნილია ისე, რომ განწყობის შეცვლის შემთხვევაში, მისი სურნელი იცვლება თქვენზე.მისი სურნელი სავსებით შეესაბამება მის მფოლებს სიხარულსა თუ მწუხარებაში.კომპოზიციის თითოეული ნოტა თამაშობს საკუთარ ცალკეულ,თუმცა მნიშვნელოვან როლს.

  Rochas-ს ტუალეტის წყალი მამაკაცებს აძლევს საშუალებას მიიზიდონ სუსტი სქესის წარმომადგენლები საკუთარი ინდივიდუალურობის გამოვლენით.Rochas-ს სუნამოები თითოეულ მამაკაცს შემატებს თავდაჯერებულობას და აიძულებს იმოძრაოს დასახული მიზნისკენ უკან დახების გარეშე.მამაკაცის პარფიუმერიის გარდა, ბრენდი აწარმოებს ქალბატონების სუნამოებსაც.
  ფრანგული მოდის სახლის Rochas-ს დამაარსებელია Marcel Rochas, რომელიც დაიბადა 1902 წელს პარიზში. Marcel Rochas - ნიჭიერი ტანსაცმლის დიზაინერი, რომელიც დღესაც საკმაოდ ცნობილია მთელ მსოფლიოში.
  1936 წელს გამოუშვეს ქალბატონის პირველი სურნელი Avenue Matignon, ხოლოდ შემდეგ გამოვიდა ორი სერია - Audace და Air Jeun. ამ სამ სურნელში პარფიუმერმა ჩადო საკუთარი რწმენა, რომ ჯერ უნდა იგრძნო ქალბატონის სურნელი, რომ მიხვდე ღირს თუ არა იგი კვლავ სანახავად.Rochas-ს თაყვანისმცემლები იყვნენ მარლენ დიტრიხი და ჯოან კროუფორდი. ამიტომაა, რომ ეს სამი სურნელი დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს.
  პარფიუმერი სურნელებს ქმნიდან შეკვეთითაც.პირველი სურნელი, რომელიც შექმნა სპეციალურად მეუღლესთვის დაარქვა Femme.
  1952 წელს, ბრენდმა Rochas, მყარად გაიდგა ფესვები პარფიუმერიის ხელოვნებაში.აქედან გამომდინარე, 1953 წელს, Marcel Rochas-მ შეწყვიტა ტანსაცმლის გამოშვება და დაკავდა მხოლოდ ექსკლუზიური სუნამოების შექმნით. 

  Rochas Man
მამაკაცის


   



100 მლedt161 ლარიკალათში დამატება
50 მლedt119 ლარიკალათში დამატება