MyParfum.GE
ტელეფონი:
592 22-22-48
 
ABCDEF
GHIJKL
MNOPQR
STUVWX
YZ


ქალის
მამაკაცის
უნისექსი


Paulina Rubio

Paulina Rubio Dosamantes დაიბადა მექსიკის დედაქალაქში 1973 წელს. მისი მშობლები Enrique Rubio და Susana Dosamantes. Paulina ფაქტიურად გაიზარდა სცენაზე, მუდმივად კამერების გარემოცვაში, რადგან დედამისი ცნობილი მექსიკელი მსახიობი იყო. ყოველთვის მიჰყავდა შვილი გადაღებებზე და Paulina ოცნებობდა გამხდარიყო მსახიობი და მისი ოჯახის ამ იდეას მხარს უჭერდა.

  თუმცა, მოზარდობის ასაკში Paulina-მ აირჩია მომღერლის კარიერა. მისი მუსიკალური კარიერა დაიწყო 1980 წლიდან, როდესაც შეუერთდა სასწავლო ცენტ Televisa-ს.რამდენიმე წლიანი სწავლის შემდეგ, 1982 წელს ჰქონდა დებიუტი ჯგუფ “Timbiriche”-ს კონცერტზე.Paulina 10 წლის განმავლობაში გამოდიოდა ამ ჯგუფთან ერთად,ჩაწერა 10 ალბომი და მათგან ერთ-ერთი სახელად "Timbiriche 7" გახდა ყველაზე პოპულარული და თავის დროზე შედიოდა ყველაზე გაყიდვადი ალბომების ათეულში ესპანელი მომღერლების შესრულებით. სცენაზე პირველივე გამოსვლიდან ოცნებობდა გამხდარიყო ცნობილი მომღერალი.1988 წელს გადაიღეს ტელესერიალ "Pasión y Poder", სადაც თამაშობდა უარყოფითი პერსონაჟის როლს.1991 წელს Paulina-მ დატოვა ჯგუფი და გააგრძელა სოლო კარიერა.
  მომღერლის და მსახიობის კარიერის გარდა,Paulina Rubio-ს ყურადღება მიიპყრო პარფიუმერიამ.2009 წელს, გამოვიდა მისი პირველი ქალბატონების სურნელი Paulina Rubio Oro.მდიდრული და ძვირადღირებული სურნელი,რომელიც ეძღვნება ძვირფას მეტალს - ოქროს.

  Oro
ქალის


   



30 მლedp77 ლარიკალათში დამატება